1) პროექტის სახელწოდება:
პითაგორას თეორემა.
2) პროექტის მთავარი იდეა:
ისწავლონ პითაგორას თეორემა,მისი შებრუნებული.მოახდინონ მათი გამოყენება კონკრეტული ამოცანების ამოსახსნელად და გამოიყენონ ცხოვრებაში.
3) პროექტის აქტუალობა:
მოცემული პროექტი მოსწავლეს განუვითარებს კვლევის უნარს.აღურავს სურვილს მიღებული ცოდნის გამოყენებით ამოხსნას სხვადასხვა ტიპის ამოცანები.დაეუფლოს მართკუთხა სამკუთხედის ორი გვერდით მესამის პოვნას,განუვითარდეს გეომეტრიულ ფიგურებში მართკუთხა სამკუთხედის შემჩნევის და მასში პითაგორას თეორემის გამოყენების უნარი.
4) პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა აღმოაჩინონ მართკუთხა სამკუთხედია გვერდებს შორის კავშირი.გამოიყენონ იგი ამოცანების ამოხსნისას და პრაქტიკული საქმიანობისას.
5) მონაწილეთა ასაკი:
14 წლის
6) ვადები:
ერთი კვირა.
7)მოსალოდნელი შედეგები:
სლადი ( ინფორმაცია პითაგორას შესახებ.)
სლაიდი (სურათები სხვადასხვა ტიპის დამტკივებით.)
სლაიდი (სურათები ფორმულებით, რომლებიც საშუალებას იძლევა დავადგინოთ წრეწირში დამოკიდებულება:
ა)გადამკვეთი ქორდების მონაკვეთებს შორის.
ბ)ერთი წერტილიდან გავლებულ მხებებს შორის კავშირი.
გ)ერთი წერტილიდან გავლებულ მხებსა და მკვეთს შორის კავშირი.
8)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი,ინტერნეტი,(p.p).
9) პროექტის მსვლელობა:
ჩამოვაყალიბებთ 3 ჯგუფს, თითოეული აირჩევს ლიდერს, რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფს
.პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას პითაგორაზე
.მეორე ჯგუფი დაამტკიცებს პითაგორას თეორემას სხვადასხვა ხერხით
.მესამე ჯგუფი მოიყვანს მოიყვანს და ამოხსნის ამოცანებს პითაგორას თეორემაზე.
ამ ინფორმაციას მოიძიებენ ჩემი მითითებით და ინტერნეტის საშუალებით.
ლიდერი მოახდენს შემუშავებული მასალის პრეზენტაციას.
10) საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა.
11) პროექტის ხელმძღვანელი:
დალი უნდილაშვილი.
12)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
daliundilashvili@gmail.com
13)პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
daliundilashvili.blogspot.com.
No comments:
Post a Comment