გაკვეთილის მასალა

            გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა
ორ სიმრავლეს შორის შესბამისობის დამყარება
სწავლების საფეხური
მე-8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 30 მოსწავლეა


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები კონკრეტული მაგალითის განხილვის საშუალებით გაეცნობიან და აღწერენ ორ სასრულ სიმრავლეს შორის შესაბამისობის დამყარებას და გამოიკვლევენ ამ შესაბამისობის თვისებებს.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლეები დაეუფლონ:
  • ამოცანის ამოხსნისას შესაბამისობის ცნების გამოყენებას
  • ორ სიმრავლეს შორის შესაბამისობის წარმოდგენის ხერხებს(ცხრილით,წყვილებით,სქემით)
  • მოცემული  შესაბამისობისთვის სახის და წინასახის დასახელება.
წინასწარი ცოდნა

რა არის სიმრავლე?
სიმრავლის ელემენტები.
რა არის შესაბამისობა?


შეფასების საგანი და პროცედურები

მივცემ თითოეულს შეადგინონ ოჯახის წევრებსა და მათ დაბადების თვეებს შორის შესაბამისობა სხვადასხვა ხერხებით,დაასახელონ ამ შესაბამისომის სახე და წინასახე.
მოახდენენ შესრულებული დავალების პრეზენტაციას.
გამოვიყენებ შეფასების განმსაზღვრელ ტიპს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

  • სახელმძღვანელო,
  • პლაკატები,
  • სლაიდშოუ.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილს ჩავატარებ კითხვა-პასუხის რეჟიმში,რათა მოსწავლეები აქტიურად ჩაებან გაკვეთილის პროცესში და შემდგომ შეძლონ დამოუკიდებლად შეასრულონ მიცემული დავალება.
  • შესაბამისი განვლილი მასალის გამოკითხვა(5წთ)
  • დასმული ამოცანის შესაბამისი სქემის შედგენა(3წთ)
  • ამ შესაბამისობის სხვადასხვა ხერხით ჩაწერა(10წთ)
  • გარკვევა, რომელია სახე და რომელი წინასახე.(3წთ)
  • განმტკიცება(5წთ)
  • დამოუკიდებელი(7წთ)
  • პრეზენტაცია(5წთ).
  • დავალება(2წთ).

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
დაბალი
4-5
საშუალო
6-8
მაღალი
9-10
საშინაო დავალება
თუ მოსწავლე უშვებს დიდი რაოდენობით შეცდომებს.
თუ მოსწავლეს აქვს ნაწილობრივ მაგრამ სწორად შესრულებული.
თუ მოსწავლეს  სრულყოფილად და სწორად აქვს შესრულებული.
აქტიურობა
თუ მოსწავლე ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს/ან შეცდომით/
თუ მოსწავლე დასმული კითხვების უმეტესობას პასუხობს.
თუ მოსწავლე პასუხობს ყველა კითხვას მცირედი უზუსტობით.
პრეზენტაცია
თუ მოსწავლე შასაბამისობას გადმოსცემს მხოლოდ ცხრილით.
თუ მოსწავლე შეადგენს შესაბამისობათა ცხრილს,შეძლებს მის გადმოცემას სქემით.
თუ მოსწავლე შეადგენს შესაბამისობათა ცხრილს,შესძლებს ამ შესაბამისობის ჩაწერას სქემის,წყვილების საშუალებით.  გაარკვევს ა.შ.სახეს და წინასახეს.

პრეზენტაცია








No comments:

Post a Comment